თავში

თბილისში წყალმომარაგება შეიზღუდება

თბილისში წყალმომარაგება შეიზღუდება
თბილისში წყალმომარაგება შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:30-დან 21:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; მუხრან მაჭავარიანის, ოსეთის, ამაშუკელის, ბერიტაშვილის, მერი დავითაშვილის და ვარდენ წულუკიძის ქუჩებს.

გლდანის რაიონში კი, წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს, ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის ქუჩებზე შეწყვეტილი წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 14:00-მდე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system