თავში

,,თეა წულუკიანი კარგი იურისტია, რაც აუცილებელია კულტურის სფეროში" - დოლიძე

,,თეა წულუკიანი კარგი იურისტია, რაც აუცილებელია კულტურის სფეროში" - დოლიძე
,,თეა წულუკიანი კარგი იურისტია, რაც აუცილებელია კულტურის სფეროში - დოლიძე

რეჟისორი ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნას, დადებითად აფასებს.

მისი თქმით, კულტურის სფეროს აღნიშნული სფეროს წარმომადგენელი არ უნდა მართავდეს.

,,ჩემთვის მთავარია, კულტურის სამინისტროს მართავდეს ყოველი მხრიდან მოუსყიდავი, ადამიანი, რომელიც არ არის მიკერძოებული - რომელიმე ერთ ჯგუფთან ან ვინმესთან. თეა წულუკიანი არის კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი იურისტი, რაც აუცილებელია ამ სფეროში. კულტურის სამინისტროს არავითარ შემთხვევაში უნდა მართავდეს ადამიანი, რომელიც კულტურის რომელიმე სფეროდანაა მოსული", - განაცხადა დოლიძე "ტვ პირველის" ეთერში.

გავრცელებული ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყების მინისტრად თეა წულუკიანი ინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system