თავში

თეა წულუკიანმა კონფერენცია გახსნა

თეა წულუკიანმა კონფერენცია გახსნა
თეა წულუკიანმა კონფერენცია გახსნა

იუსტიციის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ორგანიზებით გამართული კონფერენცია გახსნა. 

კონფერენციის თემაა: „იურიდიული და სპეციალიზებული ტერმინოლოგიის თანმიმდევრული გამოყენება სამართლებრივი აქტების მომზადების პროცესში“.

მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი 2013 წელს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით დაარსდა. 

„მაცნეს“ მთარგმნელობითი ცენტრი საქართველოს და ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ინგლისურ და ქართულ ენებზე მაღალი ხარისხით თარგმნას უზრუნველყოფს, აგრეთვე მუშაობს იურიდიული და სპეციალიზებული ტერმინოლოგიის დამუშავებასა და განვითარებაზე.

„მაცნე“ საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოა. კანონი იურიდიულ ძალას ,,მაცნეს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ იძენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system