თავში

,,ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს მეტ სამუშაოს" - როდის გამოქვეყნდება სინოდის განჩინება

,,ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს მეტ სამუშაოს" - როდის გამოქვეყნდება სინოდის განჩინება
,,ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს მეტ სამუშაოს - როდის გამოქვეყნდება სინოდის განჩინება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ სინოდის განჩინება დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

„გუშინდელი სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული და ორი საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი. რადგან საკითხი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს უფრო მეტ სამუშაოს, ვიდრე 1-2 საკითხი მოითხოვდა. ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა და დაზუსტდება ტექსტი, დღის მეორე ნახევარში აუცილებლად წაიკითხავენ“, - აღნინა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავმჯდომარეობდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system