თავში

ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობა აღდგა

ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობა აღდგა
ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობა აღდგა

ტელეკომპანია "იმედის", "მაესტროსა" და GDS-ის სატელევიზიო მაუწყებლობა აღდგა. 

"იმედის" ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიების მაუწყებლობა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. 

როგორც report.ge-ს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ განუცხადა, მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი სერვერების მწყობრიდან გამოსვლა იყო. 

როგორც არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების, "ქრონიკის" წამყვანებმა ეთერში დაბრუნების შემდეგ განაცხადეს, ამ მასშტაბის ტექნიკური პრობლემა ტელეკომპანიას არასოდეს შექმნია. მათივე თქმით, სერვერების გათიშვის მიზეზი ამ ეტაპზე დაუდგენელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system