თავში

"თელმიკო" განცხადებას ავრცელებს

"თელმიკო" განცხადებას ავრცელებს
თელმიკო განცხადებას ავრცელებს

აგვისტოში თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის ქვითარი, მხოლოდ თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისგან მიუვა, - ამის შესახებ "თელმიკოს" განცხადებაშია აღნიშნული. 

"თელმიკოსგან" მისულ ქვითარში ასახული იქნება, მიმდინარე გადასახადი, "თელასის"  მიმართ დარჩენილი დავალიანება, თუკი ასეთი არსებობს, ასევე თუ აბონენტს გააჩნია დეპოზიტი ან აქვს წინასწარ გადახდილი თანხები, ისინიც დადებითი ბალანსის სახით გამოჩნდება ქვითარში.

შესაბამისად ელექტროენერგიის სრული საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მხოლოდ „თელმიკოს“ ანგარიშზე. „თელასისთვის“ გადახდა შესაძლებლობა შეზღუდულია.

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ წყლის და დასუფთავების ქვითრებს მომხმარებელი კვლავ კომპანია „თელასისგან“ მიიღებს, ხოლო აღნიშნული დავალიანების გადახდის წესი რჩება იგივე.

დამატებით გაცნობებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, უახლოეს დროს მომხმარებელი პირად ანგარიშზე დაინახავს დარიცხული თანხების კორექტირებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე [email protected]", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system