თავში

"თელმიკო" განცხადებას ავრცელებს

"თელმიკო" განცხადებას ავრცელებს
თელმიკო განცხადებას ავრცელებს

კომპანია "თელმიკოს" დარიცხული გადასახადის მოცულობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აბონენტებს მიმართავს.

"8 ივლისიდან თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია "თელმიკომ" დაიწყო მომხმარებელთან ქვითრების დაგზავნა.

აღნიშნულ ქვითრებში ასახულია მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი 1 ივლისიდან. 

აბონენტთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა ვინაიდან ჩათვალა, რომ გადასახადი არ შეესაბამებოდა მოხმარებულ ელექტროენერგიის მოცულობას.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ ავხსნათ შექმნილი ვითარების მიზეზები. თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია "თელმიკომ" აბონენტთა მომსახურება დაიწყო 1 ივლისიდან, შესაბამისად 1 ივლისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო კომპანია "თელასში".

"თელასსა" და მომხმარებლებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით, აბონენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ საკუთარი მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით. 

აღნიშნულ აბონენტებს, ზუსტი, ფაქტობრივი დანახარჯის შესაბამისი გადასახადი მიუვიდათ. 

იმ მომხმარებელთან, რომელმაც ვერ მოახერხა 30 ივნისის მდგომარეობით ჩვენების გამოგზავნა, დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრა მოხდა წინა თვის, საშუალო მოხმარების, შესაბამისად.

ივლისის დასაწყისში მოხდა ზუსტი ჩვენების აღება, რომელიც ასახავდა ივნისის განმავლობაში და ივლისის პირველ დღეებში მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტ მოცულობას. 

მნიშვნელოვანია, რომ ივლისში ორივე კომპანიის, "თელასისა" და "თელმიკოს", მიერ გამოგზავნილი ქვითრების ჯამური თანხა, ზუსტად შეესაბამება 30 კალენადრული დღის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას. ამასთნ ერთად აღსანიშნავია, რომ 1 ივლისიდან არ შეცვლილა ელექტროენერგიის ტარიფი.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ივნისის თვეში, ზოგადად, გაიზარდა მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც ცხელ ამინდებთან და შესაბამისად კონდიციონერის ხშირ გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია "თელმიკოს" ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუქში ან ელექტრონულ მისამართზე [email protected]", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system