თავში

თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს

თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს
თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი, სამედიცინო დაწესებულებებში დაგვიანებული მიმართვაა.

,,დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია!

ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციონისტი საზოგადოებას მოუწოდებს გაითვალისწინონ ბოლო პერიოდში გაზრდილი რისკები და COVID-ზე საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ COVID-ზე ტესტირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system