თავში

თენგიზ ცერცვაძე ორსულებს მიმართავს

თენგიზ ცერცვაძე ორსულებს მიმართავს
თენგიზ ცერცვაძე ორსულებს მიმართავს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ორსულები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ისევე როგორც ასაკისა და თანმხლები დაავადების მქონე პირები, უკლებლივ ყველა ორსული უნდა აიცრას. 

"ყველა ორსულმა უკლებლივ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია. თუ ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს, განსაკუთრებით იმათმა, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადების გამო მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს, აი ამ კატეგორიაში გადის ორსულებიც. მათაც პირველ რიგში ყველამ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ დაუჯერონ თუ ვინმე ვაქცინაციის პუნქტში მას ეტყვის, რომ ორსულების გამო ვაქცინაცია წინააღმდეგ ნაჩვენებია," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system