თავში

თენგიზ ცერცვაძე: გემუდარებით, დარჩით სახლში!

თენგიზ ცერცვაძე: გემუდარებით, დარჩით სახლში!
თენგიზ ცერცვაძე: გემუდარებით, დარჩით სახლში!

მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება კორონავირუსის შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული, - ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ერთი კვირის შემდეგ შემთხვევების დაღმასვლა დაიწყება.

„მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით. მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან, გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს დარჩნენ სახლში.

„მინდა მოსახლეობას ვთხოვო, გემუდარებით, რომ დავრჩეთ სახლში! ყველაზე მთავარია, დავრჩეთ სახლში. აუცილებლობის გარეშე მოვერიდოთ ყველანაირ შეკრებებს, ცოტა ხნით დავივიწყოთ შეკრებები, გართობა, ქორწილები, ქელეხები, გავიჭირვოთ ცოტა ხანი, რომ მართლა ცოტა ხანი გაგრძელდეს და „ეს ცოტა ხანი“ დიდხანს არ გაგვიგრძელდეს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system