თავში

თენგიზ ცერცვაძე: კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა მომდევნო კვირაში დაიწყება

თენგიზ ცერცვაძე: კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევრაში დაიწყება
თენგიზ ცერცვაძე: კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა მომდევნო კვირაში დაიწყება

"კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევას შუა კვირაში დავიწყებთ. ამ კვლევის შედეგებით, ზუსტად გვეცოდინება, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი, სად უფრო ხშირია: კაცებში თუ ქალებში, ახალგაზრდებში თუ ასაკოვნებში, ვინც მძიმედ გადაიტანა დაავადება თუ ვინც მსუბუქად. რაც მთავარია, გვეცოდინება რომელი გამოვლინება სჭარბობს პოსტკოვიდურ სინდრომში", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კვლევის შედეგად სამედიცინო სისტემას საშუალება ექნება სწორად მიმართოს პაციენტთა ნაკადი და გამოიკვლიოს პოსტკოვიდური სინდრომი.

"ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება პროგრამა, რომელიც უფასოდ მოემსახურება პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფებს გარკვეულ ფარგლებში. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ეს პაციენტები მივლენ ზოგადი პროფილის კლინიკებში, ინფექციურ კლინიკებში და შეიძლება ოჯახის ექიმთანაც. სპეციალური კვლევის ალგორითმით და კითხვარით დადგინდება, აქვს თუ არა მას პოსტკოვიდური სინდრომი და თუ აქვს, რომელი გამოვლინება აქვს და შემდეგ უკვე ამ კონკრეტული გამოვლინების მიხედვით, ისინი დაკვალიანდებიან და გადამისამართდებიან სპეციალისტებთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500 მონაწილე შეირჩევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system