თავში

თენგიზ ცერცვაძე: მხარს არ ვუჭერ, რომ მანქანებზე შეზღუდვა გახანგრძლივდეს

თენგიზ ცერცვაძე: მხარს არ ვუჭერ, რომ მანქანებზე შეზღუდვა გახანგრძლივდეს
თენგიზ ცერცვაძე: მხარს არ ვუჭერ, რომ მანქანებზე შეზღუდვა გახანგრძლივდეს

მხარს არ ვუჭერ იმას, რომ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა გახანგრძლივდეს, – ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. მისი თქმით საზოგადოებამ შედარებით ისწავლა როგორ უნდა მოიქცეს, რომ კორონავირუსისგან თავი დაიცვას. 

„მე საერთოდ, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ, მაგრამ მანქანების მოძრაობის შეზღუდვა, რომ გახანგრძლივდეს, ამას არ ვუჭერ მხარს. რადგან ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმეზე სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც, იგივე ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურაზე, ან სხვა აუცილებელ ღონისძიებებზე და ამ ყველაფრის სპეციალური საშვებით, საბუთებით და ბეჭედდასმული ქაღალდებით კეთება ძნელია. ამიტომ, ვფიქრობ, ერთი კვირის შემდეგ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ მანქანების მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი იქნება. იმ პირობით, რომ როგორ გითხრათ, ცოტა ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ანუ, სისხლში გაგვიჯდა. დარწმუნებული ვარ, მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ მოიხსნება, ადამიანები სიფრთხილეს მაინც გააგრძელებენ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system