თავში

თენგიზ ცერცვაძემ მეოთხე ტალღის დაწყების და პანდემიის დასრულების პერიოდები დაასახელა

თენგიზ ცერცვაძემ მეოთხე ტალღის დაწყების და პანდემიის დასრულების პერიოდები დაასახელა
თენგიზ ცერცვაძემ მეოთხე ტალღის დაწყების და პანდემიის დასრულების პერიოდები დაასახელა

საქართველოში 2021 წლის ბოლოსთვის ვირუსის ერთეული შემთხვევები იქნება, რასაც კლინიკური სექტორი მარტივად გაუმკლავდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრის დასაწყისიდან, შესაძლოა, ქვეყანაში მეოთხე ტალღა დაიწყოს, თუმცა, გაცილებით მსუბუქი იქნება.

„ჩემი მოსაზრებაა, რომ მეოთხე ტალღა შესაძლოა იყოს, მაგრამ ის იქნება გაცილებით რბილი. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? სექტემბრისთვის გაცილებით მეტი ადამიანი იქნება საქართველოში ვაქცინირებული, ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და გაცილებით მეტი კოვიდგადატანილი გვეყოლება. ანუ გაცილებით დიდი იქნება ის ფენა, რომელთაც აქვთ იმუნიტეტი. 

მთლიანად ავიცილებთ თუ არა თავიდან მეოთხე ტალღას, ეს დამოკიდებულია ჩვენზე. თუ ზაფხულში გავუძლებთ და არ შევამცირებთ პირბადეების გამოყენებას, პირბადეების მასობრივი ხმარება იქნება, დიდი ალბათობით, მეოთხე ტალღა არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ის არ იქნება შესამჩნევი. ხოლო ჩემი ვარაუდით, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული. დარჩება ერთეული შემთხვევები, ერთეულ შემთხვევებს ვერ აღმოვფხვრით, რომელსაც კლინიკური სექტორი ისე იოლად გაუმკლავდება, რომ არ მოახდენს გავლენას ადამიანების ნორმალურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system