თავში

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს
თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს. 

ინფექციონისტი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, "ომიკრონის" შტამისგან განსაკუთრებით ვაქცინის "ბუსტერ" დოზა იცავს.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდოს.

"პრობლემა, იცავს თუ არა ვაქცინები "ომიკრონისგან" - ვარაუდობენ, რომ ნაწილობრივ იცავს და განსაკუთრებით, იცავს თუ გაკეთებული გაქვს მესამე, ბუსტერ დოზა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა გაკეთებული აქვს, გაიკეთოს მესამე. ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ, უმოკლეს დროში მიმართონ ვაქცინაციას, რადგან ეს მაინც იცავს, შესაძლოა, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც იცავს. პირბადის გამოყენება უნდა გაიზრდოს მკვეთრად. პირბადე უნივერსალურია, ის ნამდვილად იცავს "ომიკრონისგანაც". ახლა სანამ ჩვენ მივაღწევთ ვაქცინაციით საყოველთაო მოცვას, მანამდე პირბადეები ჩვენი გადარჩენის მთავარი საშუალებაა", - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 2 შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system