თავში

თერჯოლის მიტროპოლიტი: თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ეს ღვთის გმობაა

თერჯოლის მიტროპოლიტი: თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ
თერჯოლის მიტროპოლიტი: თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ეს ღვთის გმობაა

თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა, - ამის შესახებ თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახს მისთვის არ მიუმართავს, თუმცა მამაოებს საკითხის გამოკვლევას დაავალებს.

"არ ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება.

11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არაა," - განაცხადა გიორგი შალამბერიძემ "რუსთავი ორთან". 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. 24 აგვისტოს შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system