თავში

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

​ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში არსებული სამოქმედო გეგმის 2019 წლის შესრულების თაობაზე ანგარიში-პრეზენტაცია გაიმართა. კომისიის წევრები იმპლემენტაციის პროცესის, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის პირველი წელი კომისიის წევრების მიერ დადებითად შეფასდა.

სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მიღების მნიშვნელობა, მიმოიხილა შესაბამისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი წელი და მადლობა გადაუხადა უწყებებს გაწეული სამუშაოსათვის.

გრიგოლ ლილუაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის აღინიშნა აშშ-ის განსაკუთრებული წვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system