თავში

ტიკარაძე: დღეს გქონოდა საშუალება გაგვეხარებინა 251 ოჯახი

ტიკარაძე: დღეს გქონოდა საშუალება გაგვეხარებინა 251 ოჯახი
ტიკარაძე: დღეს გქონოდა საშუალება გაგვეხარებინა 251 ოჯახი

ჩვენ დღეს გქონოდა საშუალება, გაგვეხარებინა ბავშვები, გაგვეხარებინა 251 ოჯახი და საერთო ჯამში 1000 ადამიანი, რომლებსაც ნამდვილად დამსახურებულად ეკუთვნით, რომ იცხოვრონ უღრუბლო საქართველოში, შიშის გარეშე, - ამის შესახებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მომავალში დევნილი მოქალაქეებისთვის, 22 კომლიანი სოფლის ტიპის საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყება.

„ნამდვილად დიდი შრომა არის ჩადებული, რომ ჩვენ დღეს გქონოდა საშუალება გაგვეხარებინა ბავშვები, გაგვეხარებინა 251 ოჯახი და საერთო ჯამში 1000 ადამიანი, რომლებსაც ნამდვილად დამსახურებულად ეკუთვნით, რომ იცხოვრონ უღრუბლო საქართველოში, შიშის გარეშე, საკუთარი საცხოვრისი გააჩნდეთ და ჰქონდეთ ელემენტარული პირობები, როგორც ჩვენს ღირსეულ მოქალაქეებს. ეს არის ჩვენს მიერ აღებული ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ წლების წინ მივეცით ძალიან დიდი მნიშვნელობა და მივანიჭეთ უპირატესობა, არ ვიშურებთ არცერთ დღეს და წელს, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ ყველა ადამიანის იმ საჭიროების დაკმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიაზრებთ და ვხედავთ, რომ აუცილებელია და არსებობს.

მინდა, მადლობა გადავუხადო „დირსის“ კომპლექსს, რომელმაც ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ დაგვეკმაყოფილებინა ყველა ის საჭიროება, რომელიც დღესდღეობით იდგა საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ჩვენი დევნილი მოქალაქეების წინაშე. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩვენ გერმანიის მთავრობა, რომ უახლოეს მომავალში დავიწყოთ მშენებლობა 22 კომლიანი სოფლის ტიპის საცხოვრებლის ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ჩართულობა არის აღსანიშნავი რეგიონული განვითარების სამინისტროს მხრიდან, რომელსაც ისინი წლებია აწარმოებენ და წლის ბოლომდე საშუალება გვექნება ქუთაისში, ზუგდიდში განვასახლოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, მადლობას გიხდით თქვენ მოთმინებისთვის, რომელიც წლებია გამოიჩინეთ სახელმწიფოს, ჩვენს მიმართ. მადლობა, რომ თქვენთან ერთად მეძლევა საშუალება და ვიზიარებ ამ სიხარულს,“ - 

პრემიერმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 251 დევნილ ოჯახს ბინები ერთად გადასცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system