თავში

ტიკარაძე: ,,საველე ჰოსპიტლების" საკითხი არ განიხილება

ტიკარაძე: ,,საველე ჰოსპიტლების" საკითხი არ განიხილება
ტიკარაძე: ,,საველე ჰოსპიტლების საკითხი არ განიხილება

„საქართველოში ე.წ. საველე ჰოსპიტლების საკითხი არ განიხილება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე განაცხადა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში, კარვების სანაცვლოდ, არაერთი დამატებითი სივრცეა გამოყოფილი.

„გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მობილიზებულია ასეთი ჰოსპიტლები/კარვები და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა მეორე ტალღის პიკი, ითვლება, რომ გადაიარეს, იქ არც ერთი პაციენტისთვის არ გაუწევიათ მომსახურება.

კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცე გვაქვს გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება და ეს ძირითადად არის საავადმყოფოების ბაზაზე, ასევე, სასტუმროებში, სადაც ჩვენ გვაქვს სრული სამედიცინო სამეთვალყურეო მომსახურება, როგორც კვლევების კომპონენტში, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორების კუთხით.

თუ ჩვენ, ყველა კომპონენტის დაცვით, სწორად, დროულად ვმართავთ პაციენტების ნაკადს, ამ ეტაპისთვის საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ ჩვენმა პაციენტებმა უფრო მეტად კომფორტულ პირობებში გაიარონ მკურნალობის პერიოდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ,,იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 958 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 108 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი და საერთო რაოდენობა 89 170-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1012 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system