თავში

ტიკარაძე: სრულად დამოკიდებული ვართ 3 700 000 მოქალაქის ქმედებებზე

ტიკარაძე: სრულად დამოკიდებული ვართ 3 700 000 მოქალაქის ქმედებებზე

კორონავირუსთან ბრძოლაში სრულად დამოკიდებული ვართ 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე, - ამის შესახებ კანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, პირბადე და სოციალური დისტანცირება უპირველესი ამოცანაა, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ მკაცრად უნდა დაიცვას. 

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ქცევა და დამყოლობა. ის, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს,  მხოლოდ პროგნოზია. სწორედ პროგნოზებიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცირება და გამოიყენონ პირბადე, რაც დღევანდელი მოცემულობით, პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტურია. თუ მოქალაქეების ქცევა იქნება შესაბამისი, ის პროგნოზები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით, იქნება ცვალებადი. შესაბამისად, რთულია იმის თქმა, ეს რიცხვი იქნება სამი ათასი, თუ ხუთი ათასი. ჩვენ ვართ სრულად დამოკიდებული 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს გარკვეული ხარვეზები. აქტიურად ვართ ჩართული შესაბამისი მითითებებით და ყოველდღიურად მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, მეტი ყურადღებით მოეკიდონ ამ ქმედებას. ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯებს, რათა მოსახლეობას არ შეექმნას არანაირი პრობლემა და მიიღონ ყველა საჭირო დახმარება. პირბადე და სოციალური დისტანცირება ხდება პირველი რიგის ამოცანა. უმკაცრესად უნდა მივუდგეთ ამის გამოყენებას, როგორც შენობებში, ისე შენობების გარეთ," - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი და გარდაიცვალა 5.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system