თავში

ტიკარაძე ტესტირებაზე: მსგავსი მიდგომა აქვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას

ტიკარაძე ტესტირებაზე: მსგავსი მიდგომა აქვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას
ტიკარაძე ტესტირებაზე: მსგავსი მიდგომა აქვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას

ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა . 

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ტესტირება მიზნობრივად ტარდება, რაც სწორი მიდგომაა. მინისტრის ინფორმაციით, ასეთივე მიდგომა აქვთ ევროპის სხვა ქვეყნებს. 

„მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი, აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც აუცილებლად იქნება თანმიმდევრული და მიზნობრივი, ვინაიდან მსგავსი მიდგომა აქვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას და ეს ქვეყნები არიან - გერმანია, შვეიცარია, ავსტრია... მათი ჩამონათვალი არის საკმაოდ დიდი. გამომდინარე აქედან, ეს ჩვენი მიდგომა კვლავ დარჩება სტაბილურად ისეთი, როგორიც არის, თუმცა, იმ ჯგუფების გაფართოებით, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებთ, ვთვლით, რომ ვართ კონკრეტულად უფრო მიზნობრივები და ჩვენი ეფექტურობაც ამით უფრო მეტად იზრდება,“- განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system