თავში

,,ლუგარიდან" რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 პაციენტის პასუხი მიიღეს

,,ლუგარიდან" რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 პაციენტის პასუხი მიიღეს
,,ლუგარიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 პაციენტის პასუხი მიიღეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან 26 პაციენტის პასუხი მიიღეს. ყველა მათგანი კორონავირუსზე უარყოფითია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 50 პაციენტია. 

,,სულ 50 პაციენტია ჩვენთან, გუშინ 26 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და საბედნიეროდ, ყველა პასუხი იყო ნეგატიური. კლინიკაში თერთმეტი კოვიდინფიცირებული პაციენტია და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თერთმეტივე იმყოფება ინტენსიური თერაპიის პალატაში. არც ერთს სჭირდება მართვითი სუნთქვა, ანუ სუნთქვის მოშლით არ მიდის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობასთან პნევმონიაა დადგენილი, არ პროგრესირებს, რაც დამაიმედებელია“, - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, რეანიმაციაში მოთავსებული 2 პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მეორე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. რაც შეეხება სხვა პაციენტებს,მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

გოფოძის თქმით, დღეს კიდევ 20 პაციენტს ჩაუტარდება კორონავირუსზე ტესტირება. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 306 გახდა.

ქვეყანაში 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 5034 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463,

უცხოეთიდან სამკურნალოდ ქვეყანაში საქართველოს 3 მოქალაქე გადმოიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system