თავში

,,თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს" - კულუმბეგოვი

,,თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს" - კულუმბეგოვი
,,თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში შეზღუდვები იხსნება, მოსახლეობა დუნდება და ახალი შტამების გავრცელების საფრთხეც დიდია. 

კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

,,როდესაც ვხსნით ყველაფერს, მოსახლეობა დუნდება და ახალი შტამების გავრცელების საფრთხის ქვეშ ვდგებით.

„კოვაქსს“ კარი უნდა „ავუტალახოთ“, თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთ დღეში შეიძლება 15 ათასი ადამიანი ავცრათ, რომელსაც ვიცით რომ ვირუსი არ დაემართებათ და საავადმყოფოში მოხვედრა არ დასჭირდებათ. ამიტომ ერთ დღეში შეიძლება რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,პირველი არხის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system