თავში

თოფაძე: ყველასთან საუბარი დავასრულე, აგოს პასუხი

თოფაძე: ყველასთან საუბარი დავასრულე, აგოს პასუხი
თოფაძე: ყველასთან საუბარი დავასრულე, აგოს პასუხი

მირეკავენ ვიღაცები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა იმაზე აგოს პასუხი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დაჭრილი შვილიშვილი ახლა უკეთაა და ექიმები რამდენიმე დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებას დაპირდნენ.

"მივედი, ჩემი შვილი უკეთ იყო, გამოაცალეს რაღაცები, რამდენიმე წუთი ველაპარაკე. მითხრეს, ხვალ და ზეგ სიტუაცია გამოსწორდება და აღარავითარი რისკი არ გვექნებაო. მთავარია, ჩემი შვილი ამ ეზოში, სახლში კინაღამ მოკლეს. მერე ის კაცი გამოიქცა, ყველამ კარგად იცის, რაც გააკეთა და აგოს პასუხი. მირეკავენ ვიღაცები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არ არის. არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება," - განაცხადა გოგი თოფაძემ

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system