თავში

ტომას კენედის მკვლელობის აღიარებითი ჩვენებები გასაჯაროვდა

ტომას კენედის მკვლელობის აღიარებითი ჩვენებები გასაჯაროვდა
ტომას კენედის მკვლელობის აღიარებითი ჩვენებები გასაჯაროვდა

ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის დეტალები გორელი ქუჩის მუსიკოსების ჩვენებებიდან ირკვევა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირების ჩვენებები "ტვ პირველმა" მოიპოვა. 

როგორც ჩვენებებშია აღწერილი, ბრალდებულებმა ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის დაგეგმვა კაფედან დაიწყეს. ტომას კენედიმ ახალგაზრდები ლუდზე დაპატიჟა, რის შემდეგაც ახალგაზრდები მას ქალაქის დათვალიერებას დაპირდნენ. მოგვიანებით კი მასზე იძალადეს.

"ხელი დავარტყი ერთხელ ყბის არეში. წაიბარბაცა წაიქცა, კარტა გადმოუვარდა. გაქცევა სცადა. ეს სამი ვინც იყვნენ დაეწივნენ და სცემეს... კაროჩე გვეგონა მოკვდათქო, კონტაქტზე არ იყო", - აღწერს ერთ-ერთი ბრალდებული. 

"ფეხებში მე და ზურა ვწერთ. ოხანაშვილი და ქარელა ხელებში. მტკვართან 20-25 მეტრის დაშორებით ვიყავით... წყალში გავუშვით, შევაცურეთ. ჩვენ ოთხმა. წყალმა ერთი 10 მეტრი წაიღო და მეტი არ დაგვინახავს ხეები ეფარებოდა"- ამბობს ბრალდებული.

ოთხკაციანმა ჯგუფმა ტურისტის მობილური ტელეფონი გაიტაცეს, დაალომბარდეს და თანხა გაიყვეს. საიდანაც თითოს 80 ლარი შეხვდა. 

თომას კენედის საქმეზე ბრალდებული 5 პირიდან ერთი არასრულწლოვანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system