თავში

ტოვებს თუ არა კოვიდი იმუნიტეტს ყველა პაციენტში - ცერცვაძის განცხადება

ტოვებს თუ არა კოვიდი იმუნიტეტს ყველა პაციენტში - ცერცვაძის განცხადება
ტოვებს თუ არა კოვიდი იმუნიტეტს ყველა პაციენტში - ცერცვაძის განცხადება

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ გადატანილი კორონავირუსი ყველა პაციენტში იმუნიტეტს არ ტოვებს. 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის, ვისაც კოვიდის შემდეგ იმუნიტეტი არ დარჩება, ხელახალი ინფიცირების კანდიდატია. ამასთან, ცერცვაძე განმარტავს, რომ იმუნიტეტის მქონე პაციენტები, მინიმუმ 3 თვით არიან დაცულნი. 

"ითვლება, რომ გადატანილი დაავადება იმუნიტეტს ტოვებს, მაგრამ არა პაციენტების 100%-ში. ზოგიერთ პაციენტში, შეიძლება, მან არ დატოვოს იმუნიტეტი, ან დატოვოს სუსტი იმუნიტეტი. ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიმდინარეობდა ვირუსი, მაგრამ პირდაპირი კავშირი მაინც არაა. 

შეიძლება, პაციენტს მყარი იმუნიტეტი დარჩეს, ან ნაწილობრივ სუსტი იმუნიტეტი და შეიძლება, საერთოდ არ დარჩეს. ის, ვისაც საერთოდ არ დარჩება იმუნიტეტი, რეინფიცრების კანდიდატია, ხოლო მათ, ვისაც იმუნიტეტი დარჩება, და ასეთია დიდი უმრავლესობა, მათ ვირუსი არ უნდა დაემართოთ. რაც შეეხება პერიოდს, რა დროის განმავლობაშიც იმუნიტეტი იცავს ადამიანს ხელახალი ინფიცრებისგან: სახელდება თვეების სხვადასხვა რაოდენობა, მაგრამ სამი თვე მაინც იცავს“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე იმ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, ურჩევს, მაინც ატარონ პირბადე და დაიცვან ჰიგიენის ნორმები, რადგან, შესაძლოა, ვირუსის მექანიკური გადამტანები მაინც იყვნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system