თავში

"ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები სავალალოა"- გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება

"ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები სავალალოა"- გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება
ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები სავალალოა- გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება

"ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიშია ზაფხულის სეზონი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყეში ხანძრის გაჩენას,"- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახელობას, დაიცვან უსაფრთოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტყეში გადაადგილებისას ვრცელდება. 

"ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები, უმრავლეს შემთხვევაში, სავალალოა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ივლისამდე, საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 7 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლებელია, 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში, 7-8 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი, 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system