თავში

ტყიბულში ჩამოშლილ მიწაში ერთი ადამიანი იპოვეს - მეორეს კვლავ ეძებენ

ტყიბულში ჩამოშლილ მიწაში ერთი ადამიანი იპოვეს - მეორეს კვლავ ეძებენ
ტყიბულში ჩამოშლილ მიწაში ერთი ადამიანი იპოვეს - მეორეს კვლავ ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტყიბულში მიწის მასაში, სავარაუდოდ, ორი ადამიანია მოყოლილი. 

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა მოხერხდა და ახლა მისი გამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს. 

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება შედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა და შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system