თავში

ეკონომიკის მინისტრი ტყიბულში ჩავა

​ეკონომიკის მინისტრი ტყიბულში ჩავა
ეკონომიკის მინისტრი ტყიბულში ჩავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ტყიბულში ჩავა. მინისტრმა დავალება ამის შესახებ, მთავრობის მეთაურისგან მიიღო.

გიორგი გახარიამ ეკონომიკის მინისტრს მიმართა, რომ ტყიბულში ჩავიდეს, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლება.

„დღესვე მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის ტყიბულში ჩავა არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა, ქალბატონ ნათიას ვთხოვო, ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი, რათა დავიცვათ  ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლება. რა თქმა უნდა, ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც, დამსაქმებლის, ბიზნესის ინტერესის დასაცავად. ყოველთვის, იქ, სადაც საშუალება გვექნება, ბიზნესს დავუდგებით გვერდში. თუმცა დამსაქმებელმაც, ბიზნესმაც უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქეების სოციალური ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და სრულად შეასრულოს“, – განაცხადა გახარიამ.

ტყიბულში მეშახტეების აქცია მესამე დღეა გრძელდება. ისინი ხელფასების დროულ ჩარიცხვას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system