თავში

"ტყუილი იქნება, თუ ამას იტყვით" - ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

"ტყუილი იქნება, თუ ამას იტყვით" - ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე
ტყუილი იქნება, თუ ამას იტყვით - ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ვაქცინაციის საბჭოს მიმართავს:

"დღეს სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრის ანგარიშმა პარლამენტის წინაშე, ნათლად აჩვენა, რომ კოვიდსიკვდილიანობის უმრავლესობა (79%) არის არავაქცინირებულებში.

✅ასევე, ანგარიშმა აჩვენა სიკვდილიანობის დეტალური მაჩვენებელი სხვადასხვა ვაქცინების მიხედვით:

ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა არის მოდერნას ვაქცინირებულებში მხოლოდ 1%, და ყველაზე მაღალი კი - სინოვაკით ვაქცინირებულებში - 11%.

✅ცნობისთვის: მე ბუსტერი მოდერნას ვაქცინით გავიკეთე.

✅გაფიცებთ, საქართველოს ვაქცინაციის საბჭოზე რას აკეთებთ?! ქვეყანამ 4 კოვიდვაქცინა მიიღო და 14000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დადეთ სიკვდილიანობის 2021 წლის სტატისტიკა.

ვინაიდან, ბოდიში და ამ სფეროს პროფესიონალები არცერთი არ ხართ (თქვენი ქმედებებიდან გამომდინარე), დაგეხმარებით, თუ რა უნდა დადოთ:

კოვიდგარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 2021 წელს ...

კოვიდგარდაცვლილთა არავაქცინირებულების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)..

კოვიდგარდაცვლილთა სინოვაკით აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)...

კოვიდგარდაცვლილთა სინოფარმით აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)...

კოვიდგარდაცვლილთა ასტრაზენეკათი აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)...

კოვიდგარდაცვლილთა ფაიზერით აცრილების მაჩვენებელი (რაოდენობრივი და %)...

✅არ გვინდა ზღაპრების მოყოლა, რომ ამ ინფორმაციის შეგროვებას ბევრი დრო უნდა. 

ეს ტყუილი იქნება, თუ ამას იტყვით, ვინაიდან მე ვიცი, რომ ეს სტატისტიკა გაქვთ. გაასაჯაროვეთ", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system