თავში

ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა

ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა
ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით  ქობულეთის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტს სოფელ გორგაძეში საპროტესტო აქცია გაიმართა. 

ადგილზე მცხოვრებლები ქობულეთის მერიას მუნიციპალური ტრანსპორტი დანიშვნას სთხოვენ. 

მათი თქმით, გადაადგილების საშუალება არ არსებობს და ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ადამიანებს ქობულეთამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში report.ge-ს განუცხადეს, შესაბამისი უწყება უკვე მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 

"სოფელ გორგაძეებში ტრანსპორტის საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ. რომ მუნიციპალიტეტი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში უწყება იმსჯელებს და მიიღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილევას. ქობულეთის მერიის მუშაობით და ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დაახლოებით 2 წლის წინ, გორგააძეებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, დანიშნა მიკროავტობუსი. თუმცა მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო მძღოლები უარს აცხადებდნენ, ამ მიმართულებით გაეკეთებიათ ხაზი. ამ ეტაპზე მერია დამატების მსჯელობს სუბსიდირების საკითხზე და შესაძლოა ნაწილობრივ მერიის დაფინანსებით მოხდეს ხაზზე მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება",- აცხადებენ მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system