თავში

ტრანსპორტზე შეზღუდვა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოიხსნას - მთავრობის ადმინისტრაცია

ტრანსპორტზე შეზღუდვა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოიხსნას - მთავრობის ადმინისტრაცია
ტრანსპორტზე შეზღუდვა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოიხსნას - მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მათი ნაწილი საბოლოო ვადამდე მოიხსნას. მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, რომლის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. 

“დადგენილების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი და ეს არ გამორიცხავს, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც ამ დადგენილებაშია მოცემული გაუქმდეს 15 ივლისამდე.

ნებისმიერი შეზღუდვა, ისევე როგორც ეკონომიკური საქმიანობების ნაწილის ამუშავებამ დაგეგმილ ეტაპებზე უფრო ადრე გადმოიწია, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ასევე შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, როდესაც საჭიროდ ჩათვლის საკოორდინაციო საბჭო მოხსნას ნებისმიერი ის შეზღუდვა, რომელიც ამ დადგენილებაშია მოცემული, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვაც” – განუმარტეს report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 15 ივლისამდე სხვა შეზღუდვებთან ერთად იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც.

უფრო დეტალურად დადგენილების მიხედვით, ჩერდება:

,,რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით", -აღნიშნულია დადგენილებაში.

ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;

ბ) საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება", - აღნიშნულია დადგენილებაში, რომელიც 23 მაისიდან ამოქმედდა და 15 ივლისამდე იქნება ძალაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system