თავში

ცერცვაძე: ზოგიერთ ჩასაფრებულ ადამიანს გულს ტკენს ჩვენი წარმატება

ცერცვაძე: ზოგიერთ ჩასაფრებულ ადამიანს გულს ტკენს ჩვენი წარმატება
ცერცვაძე: ზოგიერთ ჩასაფრებულ ადამიანს გულს ტკენს ჩვენი წარმატება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ზოგიერთ ადამიანს არ უხარია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის პოლიტიკა კოვიდის მართვაში წარმატებულია. 

მისი თქმით, ბევრს უკვირს, როგორ მიაღწია საქართველომ ასეთ შედეგს შეზღუდული რესურსით. 

ცერცვაძის განმარტებით, ის ფაქტი, რომ შესაძლოა უსიმპტომო ინფიცირებულები არსებობდნენ, საერთო სურათს ვერ შეცვლის. 

„ზოგიერთი ამას, პირდაპირ არასწორი სპეკულაციისთვის იყენებს. რატომ ჩვენთან გარდაცვლილთა რიცხვი  ასეთი, გასაკვირად მცირე? ექვსი გარდაცვლილი ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია ერთ მილიონ მოსახლეზე და ბევრს ძალიან უკვირს, ზოგს ჩასაფრებულ ადამიანს, პირდაპირ გეტყვით, ეს გულს სტკენს და არ უხარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა გახდა წარმატებული კოვიდის მართვაში. უმრავლესობას, შესაძლოა, უხარია კიდეც, მაგრამ უკვირს, როგორ მიაღწია ამას ამ პატარა საქართველომ, თავისი შეზღუდული რესურსით. მიაღწია, როგორ მიაღწია ამაზე შემდეგ, სხვა დროს ვილაპარაკოთ. ფაქტია, მიაღწია და ის, რომ შესაძლოა დაინფიცირებული პაციენტების სტატისტიკა შეიცვალოს, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიცით, გვყავს 550 ინფიცირებული, დავუშვათ ერთი ამდენი კიდევ არის და არ ვიცით, მერე რა? ეს კიდევ უფრო შეამცირებს გარდაცვლილთა პროცენტს.

თუ ჩვენ 500 ინფიცირებულის მაგივრად გვეყოლება 1000 ინფიცირებული, ის ექვსი გარდაცვლილი ხომ გარდაცვლილად დარჩება, ხომ არავინ გარდაიცვლება იმ 500-დან, რომელიც სავარაუდოდ უსიმპტომოა. ე.ი გარდაცვალების პროცენტი კიდევ უფრო დაბლა დაქვეითდება. აი, ამას მინდა, რომ ხაზი გავუსვა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system