თავში

,,ეს არის რისკის მატარებელი" - მაია ბუწაშვილი

,,ეს არის რისკის მატარებელი" - მაია ბუწაშვილი
,,ეს არის რისკის მატარებელი - მაია ბუწაშვილი

დადებითობის მაჩვენებელი ანუ ტესტირებულებს შორის რამდენია დადებითი, მცირედ, მაგრამ თანდათანობით აშკარად იზრდება, რაც იმის ნიშანია, რომ შესაძლებელია მივიღოთ მკვეთრი აღმავლობა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

„საბედნიეროდ, ჯერჯერობით ინფიცირებულების მკვეთრ აღმავლობას ვერ ვხედავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ შემოდგომის სურათს ხელახლა არ მივიღებთ“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისი თქმით, კორონავირუსს სეზონურობა ნაკლებად ახასიათებს, თუმცა ზაფხულში მობილობა იზრდება, რაც რისკის მატარებელია.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სეზონურობა ნაკლებად ახასიათებს კორონავირუსს. ზაფხულში დახურულ სივრცეებში ადამიანები აღარ არიან იმდენად, მაგრამ სამაგიეროდ, მობილობა იზრდება და შარშან ზაფხულშიც ეს მოხდა, კურორტებზე მოხდა ადამიანების კონცენტრირება, ეს არის ხოლმე რისკის მატარებელი“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა TV პირველის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system