თავში

"წელიწადნახევარში დავემშვიდობები თეატრს" - ფოტოები რეზო ჩხიკვიშვილის პირადი არქივიდან

"წელიწადნახევარში დავემშვიდობები თეატრს" - ფოტოები რეზო ჩხიკვიშვილის პირადი არქივიდან
წელიწადნახევარში დავემშვიდობები თეატრს - ფოტოები რეზო ჩხიკვიშვილის პირადი არქივიდან

80-იან წლებში ძალიან პოპულარული ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი, დაახლოებით, 30 წელია გერმანიაში ცხოვრობს. მასთან ინტერვიუ აზერბაიჯანულმა მედიამ ჩაწერა. როგორც აღმოჩნდა, ქართველი ვარსკვლავი აზერბაიჯანშიც ძალიან პოლულარილი იყო. 40 წლის წინ ქარიზმატულმა ქართველმა მსახიობმა, მას ასე მოიხსენიებენ ბაქოში, პოპულარულ ფილმში "მინდა გავიგო" ითამაშა, რიც შემდეგაც, აზერბაიჯანშიც უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა. 

- 1980 წელი იყო. დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი და ორი წელი ვიმუშავე თეატრში. თეატრალურ სპექტაკლში შესრულებული როლით, უცებ ძალიან პოპულარული გავხდი საქართველოში. ჩემი მოწვევა აზერბაიჯანულ კინოში იყო დაკავშირებული რეჟისორ ომარ გვასალიასთან, რომელიც მეგობრობდა რეჟისორ ოქტაი მირკასიმოვთან. ჩემთან ერთად იყო დიდი მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი, რომელიც მამაჩემის როლს უნდა ასრულებდა. ერთად ვითამაშეთ ერთი სცენა და დავბრუნდით თბილისში. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ მოსკოვში დამამტკიცეს.

  მაშინ 23 წლის ვიყავი. გადაღება 4-5 თვე გაგრძელდა. ეს იყო ბედნიერი დრო. ორმოც წელზე მეტი გავიდა. Მენატრება ის დღეები..ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში. აზერბაიჯანელები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. როდესაც მახსენდება ჩემი ცხოვრების ბედნიერი მომენტები, გონებრივად ვბრუნდები ბაქოში. მე ძალიან ვამაყობ, რომ გადავიღე ცნობილ აზერბაიჯანელ მსახიობებთან ერთად. აზერბაიჯანელები ძალიან გულწრფელი ხალხია. 

- გადაღების დროს რომელი მომენტები გახსენდებათ ყველაზე მეტად?

- გადაღებები ყოველდღიურად მიმდინარეობდა. ერთხელ, ჩემი მონაწილეობით, მათ უნდა გადაეღოთ მნიშვნელოვანი სცენა, მე და ბიჭები მთელი ღამე ვსვამდით, განწყობა კარგი იყო. მეგონა, დილით როლს ვერ შევასრულებდი. მაგრამ ყველაფერი უპრობლემოდ წავიდა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ -ერთი საუკეთესო სცენა. 

იყო უხერხული მომენტებიც, ჩემს პარტნიორ აზერბაიჯანელ მსახიობ ჰამიდა ომაროვასთან სასიყვარულო სცენები უნდა გადამეღო, იყო კოცნის და  ჩახუტების სცენები. როდესაც არ იცნობ შენს პარტნიორს, ძნელია სასიყვარულო ტანდემში თამაში. და კიდევ, იმ დროს მე უკვე შეყვარებული ვიყავი. პროფესიონალი და გამოცდილი მსახიობისთვის ეს არ არის პრობლემა. რამდენადაც მახსოვს, თავიდან სწორედ ეს სცენები გადაიღეს, თუმცა რამოდენიმე დღის შემდეგ უხერხული სიტუაცია გაქრა, ჰამიდა ძალიან დამეხმარა.

- სამშობლოდან რატომ წახვედით და როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?

-სამწუხაროდ, რუსტამის როლი იყო პირველი და უკანასკნელი აზერბაიჯანულ კინოში. ამ ფილმის შემდეგ დაიწყო ჩემი დიდი კარიერა კინოში, თეატრში და ტელევიზიაში. 1981 წელს რასიმ ბალაევთან ერთად ვითამაშე გერმანული წარმოების ფილმში "დედამიწა რომ არ იყოს მრგვალი ...". 

90 -იანი წლების დასაწყისში ცხოვრება შეიცვალა. ბედმა გერმანიაში გადამაგდო. მე ვცხოვრობ ამ ქვეყანაში 27 წელია.

 ვცხოვრობ ესენში. გერმანულ თეატრ „გრილო-თეატრთან“ მქონდა კონტრაქტი ერთი წლით, მაგრამ შემდეგ განახლდა. პროექტი განხორციელდა თბილისში, შემდეგ გადავიდა ესენში. მე მთავარი როლი შევასრულე. ამ თეატრში ვმუშაობ 27 წელია. თავიდან გამიჭირდა, საქართველოში დაბრუნებაზეც კი ვფიქრობდი.

ადრე ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი თეატრში, მაგრამ ახლა ყველაზე ასაკოვანი ვარ. მე 64 წლის ვარ, წელიწადნახევარში დავემშვიდობები თეატრს და გადავალ პენსიაზე. მე ვარ აღიარებული და პატივცემული მსახიობი გერმანიაში. 

თბილისში მიწვევენ ცოლმე გადაღებებზე. მინდა, დავბრუნდე თბილისში. რაც შეეხება ოჯახს, მე მყავს ორი ვაჟი - ლევანი 35 წლის და ალექსანდრე 31 წლის. ერთი ბერლინში ცხოვრობს, მეორე შტუტგარდში. მათ მიიღეს კარგი განათლება გერმანიაში, შემდეგ კი აშშ -სა და ჰოლანდიაში. უმცროსი დაქორწინებულია, უფროსი კი დაქორწინებას აპირებს. შვილიშვილები ჯერ არ მყავს.

ბედის ძალიან მადლობელი ვარ.  მიყვარს საქართველო და აქაც სულ ვცდილობ ქართული სული და ხასიათი ყველას გავაცნო. ხშირად ვხვდები ჩემს ქართველ მეგობრებს. აქ კარგია, მაგრამ სახლში უკეთესია......

ფოტოები მსახიობის პირადი არქივიდანაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system