თავში

ცენტრალურ გაზსადენზე ავარიაა - ,,თბილისი ენერჯის" განცხადება

ცენტრალურ გაზსადენზე ავარიაა - ,,თბილისი ენერჯის" განცხადება
ცენტრალურ გაზსადენზე ავარიაა - ,,თბილისი ენერჯის განცხადება

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ,,თბილისი ენერჯი" ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული შემთხვევის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

,,თბილისი ენერჯის სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system