თავში

ცესკოს თავმჯდომარე "ბუსტერ" დოზით აიცრა

​ცესკოს თავმჯდომარე "ბუსტერ" დოზით აიცრა
ცესკოს თავმჯდომარე ბუსტერ დოზით აიცრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ვაქცინის "ბუსტერ" დოზით აიცრა. 

გიორგი კალანდარიშვილმა ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. პანდემიის პირობებში მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივცე მაგალითი ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, როგორც მთავარმა საარჩევნო ადმინისტრატორმა. შესაბამისად, დღეს კოლეგებთან ერთად ბუსტერ დოზით ავიცერი

მინდა მოვუწოდო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს და ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ერთმანეთს შევუწყოთ ხელი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავიცრათ და დავიცვათ ყველა მნიშვნელოვანი წესი, რათა მოვახდინოთ პრევენცია და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან პროცესში", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

24 დეკემბრის განახლებული კოვიდსტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ნახეთ, 24 დეკემბრის ვაქცინაციის სტატისტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system