თავში

წითელას ინფექციით 2 ადამიანი გარდაიცვალა

წითელას ინფექციით 2 ადამიანი გარდაიცვალა
წითელას ინფექციით 2 ადამიანი გარდაიცვალა

წითელას ინფექციით მიმდინარე წელს 2 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც Report.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, დაავადების მაჩვენებელმა ქვეყანაში იმატა. მიმდინარე წელს დაავადებულთა რიცხვმა 3910 -ს მიაღწია. უწყება მოქალქეებს მიმართავს დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და დაუყოვნებლივ აცრან ბავშვები. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში წითელათი ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას პროგნოზირებენ.

წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელზე უფროსი ასაკის პირებში შესაძლებელია სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს.

დაავადება ჰაეროვანი გზით ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით. დაინფიცირებული პირი სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

წითელას ახასიათებს: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებზე და მთელ სხეულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system