თავში

"წითელი ჯვარი" განცხადებას ავრცელებს

"წითელი ჯვარი" განცხადებას ავრცელებს
წითელი ჯვარი განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სოციალურად დაუცველ ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულებს, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს უწევს ბინაზე მომსახურებას, როგორც სამედიცინო ასევე, სოციალური საჭიროებების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით არსებული 39 ფილიალის ბაზაზე",-აღნიშნულია "წეთელი ჯვრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სურვილის შემთხვევაში, მოხალისეებს სათანადოდ მოამზადებენ, თუკი მათ აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართვა სურთ.

"მოხალისეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვისაც გაქვთ სურვილი ჩაერთოთ აღნიშნულ ღონისძიებაში, გთხოვთ მოგვმართოთ საქართველოს წითელ ჯვარს, რათა გაიაროთ სათანადო მომზადება, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით.

მივმართავთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ჩართონ საქართველოს წითელი ჯვარი, თავისი გუნდითა და კარგად დატრენინგებული მოხალისეებით კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებში.

ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ამირან გამყრელიძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას მჭიდრო თანამშრომლობისთვის,"- აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system