თავში

"წითელი ნუსხის“ ნაკადულის კალმახი მდინარე ხრამში გაუშვეს

"წითელი ნუსხის“ ნაკადულის კალმახი მდინარე ხრამში გაუშვეს
წითელი ნუსხის“ ნაკადულის კალმახი მდინარე ხრამში გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ „პოპულაციის აღდგენის მიზნით წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის 700-მდე კალმახი მდინარე ხრამში, დაშბაშის კანიონის ხეობაში გაუშვა.

როგორც report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის ფოტო-ვიდეო ხაფანგებს დაამონტაჟა.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის 100 000-მდე ლავრაა მიღებული. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system