თავში

ციტრუსის რეალიზაციის ხელშესაწყობად საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

ციტრუსის რეალიზაციის ხელშესაწყობად საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა
ციტრუსის რეალიზაციის ხელშესაწყობად საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა. გახსნის ცერემონიალს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე დაესწრნენ. 

შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შტაბი მუშაობას დღეიდან დაიწყებს და 1 თებერვლამდე გააგრძელდება. იმუშავებს ცხელი ხაზიც 1501 ან 0422 27-96-05 სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system