თავში

ციციშვილის კლინიკაში 122 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს

ციციშვილის კლინიკაში 122 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს
ციციშვილის კლინიკაში 122 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს

ამ ეტაპზე მკურნალობს 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი, აქედან 20 მკურნალობს ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციის განყოფილებაში, – ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა.

დავით რეხვიაშვილის თქმით, ერთი პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე და იმყოფება აპარატულ მხარდაჭერაზე.

"პაციენტს თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, ის ტრანსპორტირებული არის ბათუმიდან, უკვე მძიმე მდგომარეობაში და მას აღენიშნება ფილტვის დაზიანება. დანარჩენის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით. ასაკობრივად უფრო არის წლამდე ასაკის ბავშვები მომართვიანობის მხრივ და ასევე, პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები. რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსს, რომლის შვილებიც არიან ჩვენთან მოთავსებულები, სამწუხაროდ, მაჩვენებელი დაბალია, 122-დან ცხრა პაციენტის მშობელია აცრილი. უნდა აიცრას, როგორც მშობელი, ასევე ის ადამიანი, რომელიც კონტაქტობს ბავშვთან, რომ შევამციროთ რისკი კოვიდინფიცირების. ასევე, მნიშვნელოვანია 12 წლის ზემოთ ბავშვები იყვნენ ვაქცინირებულები", - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

ნახეთ, განახლებული კოვიდსტატისტიკა - 21 ნოემბრის მონაცენები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system