თავში

ციციშვილის კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს

ციციშვილის კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ბავშვი რეანიმაციაში მკურნალ
ციციშვილის კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ ორი ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 

კლინიკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული 116 ბავშვი მკურნალობს და მათგან 15 რეანიმაციაში წევს.

"სტაბილურად ერთნაირი რაოდენობაა პაციენტების. ახლა 116 ბავშვია. 15 ბავშვი წევს რეანიმაციაში. ორი პაციენტია უკიდურესად მძიმე, მართვით სუნთქვაზე არიან. ერთი არის ახალშობილი და მეორე არის ჩვილი. რეანიმაციაში კიდევ არიან მძიმე პაციენტები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის უკმარისობა და ჟანგბად დამოკიდებულები არიან. ცხრა მშობელია ორჯერადად ვაქცინირებული, აქედან ექვსს აქვს დადასტურებული კორონავირუსი",- განაცხადა მაია ჩხაიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system