თავში

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან გასული წლის ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე, გენადი ბესტაევს, ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს. 

"საოკუპაციო ძალებმა დაკავებისთანავე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის ბესტაევმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. მათივე ცნობით, ჩხრეკისას ბესტაევს 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. ბესტაევის საცხოვრებელი სახლი სოფელ ზარდიაანთკარში, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. რუსმა სამხედროებმა ის ადრეც, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს. 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ბესტაევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა, დახმარებოდა თავის მოქალაქეს. საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები ამ საქმის უგულებელყოფით საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს. 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა თავისი მოქალაქის გასათავისუფლებლად. ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს" - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხაებაში.  

ნობისთვის, სოფელ ხელჩუას მახლობლად ზარდიაანთკარის მკვიდრი, 1968 წელს დაბადებული გენადი ბესტაევი გასული წლის 29 ნოემბერს დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system