თავში

ცქიტიშვილი: თუ გაიზრდება პირბადეების მოხმარება, ნაკლები შეზღუდვის დაწესება მოგვიწევს

ცქიტიშვილი: თუ გაიზრდება პირბადეების მოხმარება, ნაკლები შეზღუდვის დაწესება მოგვიწევს
ცქიტიშვილი: თუ გაიზრდება პირბადეების მოხმარება, ნაკლები შეზღუდვის დაწესება მოგვიწევს

თუ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად გაიზრდება პირბადეების მოხმარება, ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვის დაწესება მოგვიწევს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის შეკავებაში ისევე როგორც მთავრობას, თითოეულ მოქალაქესაც მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„როდესაც ვსაუბრობთ ვირუსის მართვაზე, რა თქმა უნდა, მთავრობას წამყვანი როლი აქვს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას, მაგრამ ამ პოლიტიკის ფარგლებში ცხადია, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბიზნეს სუბიექტს აქვს თავისი წვლილი. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად, რამდენად თანმიმდევრულად დავიცავთ ყველა რეგულაციას, ყველა წესს, რომელიც გვეხმარება ვირუსის მართვაში და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი წარმატებაც. ხშირად გვესმის სპეციალისტებისგან, რომ პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, პირბადეების მოხმარება საზოგადოებაში თუ გაიზრდება მნიშვნელოვნად 95%-მდე ეს 70%-მდე ანელებს ვირუსის გავრცელებას. ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვის დაწესებაა საჭირო ამ დროს. ეს არის ძალიან კომპლექსური საგანი, კომპლექსური თემა. ნებისმიერი შეზღუდვა, რეგულაცია არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე - უნდა მივიღოთ კომპლექსური ზომები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system