თავში

წნორში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა 

წნორში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა 
წნორში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა 

წნორში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს Opel-ის მარკის ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში, ხოლო მეორე კი წნორის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საკმაოდ მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system