თავში

ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან - სარალიძე

ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან - სარალიძე
ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან - სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე კრიტიკული პოსტების დაწერის გამო ვიღაცები მიუგზავნეს და ემუქრებოდნენ.

სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ გადაცემაში სქრინები წარმოადგინა, რომელიც სარალიძეს პირად შეტყობინებებში მისდიოდა. ლონდარიძის თქმით, ზაზა სარალიძეს შეტყობინებები გაუგზავნეს: ალექსანდრე თამაზაშვილმა, დიმიტრი ხუმარაშვილმა და Facebook-ს კიდევ ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც სახელი და გვარი გარკვევით არ ეწერა.

მუქარაზე საუბრის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ რეაქციაში ღარიბაშვილი პანდემიის ცუდად მართვის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, კორონავირუსის გამო ბევრი ნათესავი დაკარგა, რის გამოც ღარიბაშვილი მის კრიტიკას ყოველთვის დაიმსახურებს.

"დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით. ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა, რადგან ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ოჯახის ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და ვიღაც მსტოვრები იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები სულ ყველა", - თქვა სარალიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system