თავში

წყალი 19 საათით შეწყდა - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

წყალი 19 საათით შეწყდა - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
წყალი 19 საათით შეწყდა - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც, 19 საათის განმავლობაში თბილისის 2 რაიონს წყალი შეეზღუდება.

GWP-ში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

"დღეს, 30 დეკემბერს, ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩა N54-ის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

რთულ აღდგენით სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ რეჟიმში განახორციელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 30 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათიდან 31 დეკემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

გეგუთის, ასურეთის, კურსების, წერონისის, თოდრიას ქუჩებს; ლოტკინის მთას; ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მუხრანის, გარეჯელის, შენგელაიას, ზღვის უბნის მე-3 მ/რ-ის I კვარტალს, ზღვის უბნის მე-11 მ/რ-ს I-IV კვარტალებს, ზღვის უბნის მე-4 მ/რ-ს, ზღვის უბნის IV-IX, X, Xა Xბ კვარტლებს, ჩარგლის, გვაზაურის, სვანეთის, ჯანელიძის, ხევსურეთის, წიკლაურის, ურიდიას, დადიანის მე-2 მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, ზესტაფონის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ღრმაღელეს, რიონჰესის, კურნატოვის, სართანიას, ღოღობერიძის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში

გლდანის „ა“ და I-IV მ/რ-ებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთას, ქერჩი, ხიზანიშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system