თავში

თსუ-ს თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

თსუ-ს თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
თსუ-ს თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელს Covid-19-ი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, ვირუსი მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა. აღნიშნული პირის კონტაქტები დაზუსტებულია და მათ შესახებ ინფორმირებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 

დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტირება და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. 

ამ ეტაპზე, გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system