თავში

"ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას" - პაატა იმნაძე

"ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას" - პაატა იმნაძე
ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას - პაატა იმნაძე

"ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას, ახლა მილიონობით ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში და ადამიანები არ იცრებიან", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

"ჩვენ სულ გვეშინოდა ზაფხულიდან მოყოლებული, რომ ვაქცინები გვექნებოდა თუ არა საკმარისი რაოდენობით, ახლა მილიონობით ვაქცინა ქვეყანაში გვაქვს და ადამიანები არ იცრებიან, ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავის თავს.

მე სხვათა შორის ერთი-ორჯერ ვცადე, კომენტარებს არ ვშლი, რამდენიმესთან შევედი პოლემიკაში, მინდოდა, დამემტკიცებინა ფაქტებით და არგუმენტებით, რომ ვაქცინაცია სასიკეთოა და ჩვენს სიცოცხლეს იცავს, სამწუხაროდ დავრწმუნდი, რომ არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის ბევრი ქვეყნის პრობლემა, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნის, რომელსაც აქვს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისადმი", - განაცხადა პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system