თავში

"ცუდი პროგნოზები გვაქვს" - პაატა იმნაძე

​"ცუდი პროგნოზები გვაქვს" - პაატა იმნაძე
ცუდი პროგნოზები გვაქვს - პაატა იმნაძე

ცუდი პროგნოზები გვაქვს ნაახალწლევს, რადგანაც "ომიკრონი" ქვეყანაში უკვე შემოსულია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ომიკრონის შემთხვევების რიცხვის ზრდა მოსალოდნელია.

"უმრავლეს შემთხვევაში ვახერხებთ გავყვეთ "ომიკრონის" თითოეული გადაცემის ჯაჭვს, მაგრამ ცოტა ხანში, ეს შეუძლებელი გახდება, როდესაც რაოდენობა მოიმატებს. აქ რჩება პირბადის ტარება, რამაც ქვეყანაში მოიკლო. როგორც კი პირბადის ტარების მაჩვენებელმა დაიწია, არა მარტო კორონა, გრიპიც გამოჩნდა, რაც დამატებით თავსატეხს გაუჩენს ჩვენს სამედიცინო სექტორს. თუ გვინდა ეს ზამთარი მეტ-ნაკლებად ნორმალურად გავატაროთ, ეს არის პირბადის ტარება.

"ბუსტერი" საჭიროა კორონასგან დასაცავად, 75%-მდე ადის კორონასგან დაცვა, თუ "ბუსტერი" გაქვს გაკეთებული", - განაცხადა პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system